თბილისი-სიღნაღი-თელავი-მცხეთა-გორი-ყაზბეგი-თბილისი

1დღე  ჩამოსვლა თბილისში. ტრანსფერი სასტუმროში.

2დღე  საუზმე სასტუმროში. თბილისის ტური: სამების საკათედრო ტაძარი,მეტეხის ტაძარი,ნარიყალას ციხე,ძველი თბილისის აბანოები.ფუნიკულიორით მთაწმინდზე ასვლა.სადილი რესტორანში.ღამის თბილისი.ღამისთევა თბილისის სატუმროში.

3დღე   საუზმე სასტუმროში.კახეთის ტური:სიყვარულის ქალაქი სიღნაღი,ბოდბეს დედათა მონასტერი.ვახშამი დაღამისთევა თელავში.

4დღე   საუზმე სასტუმროში.თელავის ტური:ალავერდი,წინანადალის მუზეუმი,გრემი.სადილი ეროვნული კერძებით.ღამისთევა თბილისში.

5დღე   საუზმე სასტუმროში.მცხეთის ტური:სვეტიცხოველი,ჯვარი,სამთავროს დედათა მონასტერი.სადილი მცხეთაში.გორის ტური:უფლისციხე.ღამისთევა თბილისში.

6დღე  საუზმე სასტუმროში.გამგზავრება ყაზბეგში:ანანურის ციხე-კოშკი,გერგეტის სამება.სადილი და ღამისთევა ყაზბეგში.

7დღე  საუზმე სასტუმროში.გამომგზავრება თბილისში.თავისუფალი დღე სამახსოვრო საჩუქრების შესაძენად.ვახშამი რესტორანში ქართული ხალხურის სიმღერებისა და  ცეკვების  თანხლებით.  ტრანსფერი აეროპორტში.

მახასიათებლები

ღირებულებაში შედის

  • ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით
  • გიდის მომსახურება
  • სასტუმროში განთავსება
  • საუზმე სასტუმროში
  • ლანჩი ან სადილი ყოველ დღე რესტორნებში
  • ღვინის დეგუსტაცია და მასტერ-კლასები
  • დასალევი წყალი ექსკურსიების დროს
  • მუზეუმის ბილეთები

ღირებულებაში არ შედის

  • საერთაშორისო ავიაფრენა
  • დაზღვევა
  • ფოტო და ვიდეო მომსახურება

ყურადღება!

  • შესაძლებელია ტურის დაგეგმვა ასევე ქუთაისიდან ან ბათუმიდან , და ტურის დასრულებაც ქუთაისში ან ბათუმში.
  • ექსკურსიების თანმიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს, რადგან ეს არის დამოკიდებული თქვენს მიერ არჩეულ თარიღებზე, ზოგი მუზეუმი არ მუშაობს ორშაბათს.
  • ინდივიდუალური ტურის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით.
ლოკაციები

თბილისი აქართველოს დედაქალაქი,ქვეყნის კულტურული ცენტრი, ტრადიციული და თანამედროვე არქიტექტურით, უამრავი თვალწარმტაცი ხედები. მის ღირსშესანიშნაობათა შორისაა ეკლესიები, მუზეუმები, გოგირდის აბანოები,ვიწრო ქუჩები ჩუქურთმიანი ხის აივნებით, ქალაქის ევროპული და მრავალსაუკუნოვანი ისტურიული ნაწილი რომელსაც აღტაცებაში მოყავს უმრავალი ტურისტი;

სიღნაღი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, რომელის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხურორთმოძღვრული სახე, ისე ბუნებრივი მდებარეობა.დღეს სიღნაღს ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ. ქალაქიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე;

თელავი – საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, რომელის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხურორთმოძღვრული სახე, ისე ბუნებრივი მდებარეობა. ქალაქიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე;

მცხეთა

მცხეთა  გამოცხადებულია ქალაქ-მუზეუმად და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.მისი ულამაზესი ქუჩები და შენობა ნაგებობები უამრავი ტურისტის განცვიფრებას იწვევს;

ვეტიცხოველი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა.ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულმა მირიან მეფემ  წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია ააშენა.

სამთავროს დედათა მონასტერი – XI საუკუნის პირველი ნახევრის საეპისკოპოსო ტაძარია მცხეთაში. კომპლექსიდან ჩვენამდე მოაღწია დიდმა ტაძარმა, წმ.ნინოს ეკლესიამ, სამრეკლომ, გალავნის ნაწილმა, კოშკმა და მოგვიანებით აგებულმა საცხოვრებელმა და სასამსახურო შენობებმა;

მცხეთის ჯვრის  ტაძარი საქართველოში ჯვარგუმბათოვანი არქიტექტურის პირველი და საუკეთესო ნიმუშია, რომელიც არაგვს გაღმიდან მცხეთას დაჰყურებს. იგი მოხდენილადაა შერწყმული არაგვისა და მტკვრის ხეობების პეიზაჟთან.

გორი

გორი დაარსებულია  საქართველოს დიდი მეფის დავით აღმაშენებლის მიერ (1089-1125 .). მოსახლეობა 60000. მდებარეობს მდინარე მტკვრის და ლიახვის შესართავთან. ქალაქი დაინგრა დიდი მიწისძვრის შედეგად 1920 .

იოსებ სტალინის მუზეუმი გორში. იოსებ სტალინი, რომელიც იყო ყველაზე ცნობილი პიროვნება გორში და შემდეგ გახდა საბჭოთა კავშირის ლიდერი.

უფლისციხე - კლდეში  ნაკვეთი ქალაქი, გრძელი დაკლაკნილი ქუჩებით, უძველესი თეატრით და სცენით. როგორც საქართველოს სხვა კლდეში ნაკვეთი ქალაქები, უფლისციხეც არის ისეთივე სტრუქტურის, როგორც  ურარტუ
ციხე დაცული იყო კურას მიერ და ძლიერი დაცვა შესაძლებელს ხდიდა გორის შემოგარენის კონტროლს


ყაზბეგი

ანანური – ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. ანანურის ანსამბლის უმთავრესი არქიტექტურული ნაგებობა დიდი გუმბათიანი ტაძარია. სამხრეთ კედლის წარწერიდან ჩანს, რომ ტაძარი 1689 წელში არის აგებული. ტაძარს გარშემო ციხე- გალავანი არტყამს რომელიც ჩრდილოეთიდან დარიალის ხეობით მომავალ გზას კეტავს.

სნოს ციხე  ქართულ  სიმაგრეთა შორის სნოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავსმას აქვს ფორტიფიკაციული ნაგებობისათვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი და ამავე დროს მხატვრულად შესანიშნავადაა გადაწყვეტილი.სიმაგრე აგებულია მდინარე სნოს წყლის მარჯვენა ნაპირას განცალკევებით მდგარ კლდოვან გორაზე.   

გერგეტის სამება ლანდშაფტთან შერწყმით და მიმზიდველი კომპოზიციით საქართველოს ძველი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი სიამაყეა.  ტაძრისა და სამრეკლოსათვის თერგის ხეობაში ისეთი მაღალი მთაა შერჩეული,რომელსაც ფონად მყინვარწვერი აქვს. ამ თეთრ ფონზე ნაგებობათა სილუეტები კარგადაა გამოკვეთილი.

დარიალის ხეობა – კლდოვანი სამოთხე, ბუნების კიდევ ერთი საოცრება.  მნახველს ყოველთვის  მოუნდება მისი ხელმეორედ მონახულება, ცამდე აწვდილი, ნისლში გახვეული მწვერვალები, 1000 სიღრმეზე ჩაჭრილი ხეობა დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე;

გველეთის ჩანჩქერი – საქართველოში ერთ-ერთ მაღალ ჩანჩქერად ითვლება,საინტერესო, გამორჩეული და ულამაზესი ადგილი სადაც შეგიძლია დაისვენო და დატკბე მშვენიერი ხედებით