მთავარი სიახლე -„შემოდგომის ტურები“

რთველი და „ღვინის ფესტივალები“ საქართველოში

 

ტურისტული კომპანია Fundays Georgiaგთავაზობთ სეზონურ  საშემოდგომო დაუვიწყარ ტურებს  საქართველოში. თქვენ ეწვევით საქართველოს რეგიონებს, გაეცნობით სხვადასხვა ჯიშის ყურძნის კრეფის  ტექნოლოგიებს, მონაწილეობას მიიღებთ რთველში (ყურძნის კრეფაში), ყურძნის ტრადიციული დაწურვის, ღვინის დაყენების პროცესში და „ღვინის ფესტივალებში“. იქვე მოეწყობა ღვინის დეგუსტაცია და ეროვნული კერძების დაგემოვნება ქართული ხალხური სიმღერის და ფოლკლორის თანხლებით. საშემოდგომო ტურები გაიმართება 10 სექტემბრიდან ოქტომბრის ბოლომდე.

„შემოდგომის ტურებში“ კომპანია გთავაზობთ „ღვინის ტურებს“ (მოცემულია შემდგომ გრაფაში), რომელსაც დაემატება რთველში მონაწილეობა (ყურძნის კრეფა, დაწურვა)  და „ღვინის ფესტივალები“. კონკრეტული ტური შედგება  საქართველოს რეგიონებში რთველის გამართვის რიცხვების,  თქვენი ვიზიტის  და მოთხოვნების გათვალისწინებით.

„შემოდგომის ტურებში“  თქვენ გეძლევათ საშუალება გაეცნოთ საქართველოს, როგორც უძველესი ღვინის კულტურის ქვეყანას. უშუალოდ იხილოთ და მონაწილეობა მიიღოთ მოსავლის აღების, ყურძნის დაწურვის და ღვინის დაყენების პროცესში. თქვენ მიიღებთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს და  შემდგომში კვლავ გექნებათ სურვილი, დაბრუნდეთ ულამაზეს  და უძველესი ტრადიციების მქონე საქართველოში!

მახასიათებლები

ღირებულებაში შედის

  • ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით
  • გიდის მომსახურება
  • სასტუმროში განთავსება
  • საუზმე სასტუმროში
  • ლანჩი ან სადილი ყოველ დღე რესტორნებში
  • ღვინის დეგუსტაცია და მასტერ-კლასები
  • დასალევი წყალი ექსკურსიების დროს
  • მუზეუმის ბილეთები

ღირებულებაში არ შედის

  • საერთაშორისო ავიაფრენა
  • დაზღვევა
  • ფოტო და ვიდეო მომსახურება

ყურადღება!

  • შესაძლებელია ტურის დაგეგმვა ასევე ქუთაისიდან ან ბათუმიდან , და ტურის დასრულებაც ქუთაისში ან ბათუმში.
  • ექსკურსიების თანმიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს, რადგან ეს არის დამოკიდებული თქვენს მიერ არჩეულ თარიღებზე, ზოგი მუზეუმი არ მუშაობს ორშაბათს.
  • ინდივიდუალური ტურის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით.