თბილისი-კახეთი-მცხეთა-გორი--ქუთაისი-ზუგდიდი-ნოქალაქევი-მარტვილი-რაჭა-თბილისი

1დღე:  ჩამოსვლა  თბილისის  აეროპორტში. ტრანსფერი სასტუმროში.

2დღე : საუზმე სასტუმროში.თბილისის ტური: სამების საკათედრო ტაძარი, მეტეხის ტაძარი, ნარიყალას ციხე-გალავანი, თბილისის აბანოები, ძველი თბილისის ქუჩები. სადილი თბილისის რესტორანში. ღამისთევა თბილისში.

3დღე   საუზმე სასტუმროში.გამგზავრება კახეთში:სიყვარულის ქალაქი სიღნაღი,სადილი ოჯახში ეროვნული კერძების და ღვინის დეგუსტაციით,ბოდბის მონასტერი.ღამისთევა თბილისში.

4დღე   საუზმე სასტუმროში. მცხეთის ტური:სვეტიცხოველი,ჯვარი.გამგზავრებს უფლისციხეში,გორის სტალინის სახლმუზეუმის დათვალიერება,სადილი.ღამისთევა ქუთაისში.

5დღე   საუზმე სასტუმროში.ქუთაისის ტური:გელათის მონასტერი,მოწამეთა,ბაგრატის ტაძარი,პრომეთეს მღვიმე.სადილი და ღამისთევა ქუთაისში.

6დღე  საუზმე სასტუმროში.გამგზავრება ზუგდიდში:დადიანების სასახლე,ბოტანიკური ბაღი,სადილი მეგრული კერძებით,ნოქალაქევი,მარტვილის კანიონი.ღამისთევა ქუთაისში.

7დღე  საუზმე სასტუმროში.გამგზავრება რაჭაში:შაორის ტბა,ნიკორწმინდა,ბარაკონის ტაძარი,ღვინის დეგუსტაცია და სადილი რაჭული  კერძებით.ღამისთევა ქუთაისში.

8დღე  :  საუზმე სასტუმროში.გამგზავრებათბილისში თავისუფალი დღე, სამახსოვრო საჩუქრების შეძენა.ვახშამი რესტორანში ქართული ხალხურის სიმღერებისა და  ცეკვების  თანხლებით.  ტრანსფერი აეროპორტში.

მახასიათებლები

ღირებულებაში შედის

  • ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით
  • გიდის მომსახურება
  • სასტუმროში განთავსება
  • საუზმე სასტუმროში
  • ლანჩი ან სადილი ყოველ დღე რესტორნებში
  • ღვინის დეგუსტაცია და მასტერ-კლასები
  • დასალევი წყალი ექსკურსიების დროს
  • მუზეუმის ბილეთები

ღირებულებაში არ შედის

  • საერთაშორისო ავიაფრენა
  • დაზღვევა
  • ფოტო და ვიდეო მომსახურება

ყურადღება!

  • შესაძლებელია ტურის დაგეგმვა ასევე ქუთაისიდან ან ბათუმიდან , და ტურის დასრულებაც ქუთაისში ან ბათუმში.
  • ექსკურსიების თანმიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს, რადგან ეს არის დამოკიდებული თქვენს მიერ არჩეულ თარიღებზე, ზოგი მუზეუმი არ მუშაობს ორშაბათს.
  • ინდივიდუალური ტურის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით.
ლოკაციები

თბილისი აქართველოს დედაქალაქი,ქვეყნის კულტურული ცენტრი, ტრადიციული და თანამედროვე არქიტექტურით, უამრავი თვალწარმტაცი ხედებით. მის ღირსშესანიშნაობათა შორისაა ეკლესიები, მუზეუმები, გოგირდის აბანოები,ვიწრო ქუჩები ჩუქურთმიანი ხის აივნებით, ქალაქის ევროპული და მრავალსაუკუნოვანი ისტურიული ნაწილი რომელსაც აღტაცებაში მოყავს უმრავალი ტურისტი;

კახეთი

ბოდბის მონასტერს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს სულიერ ცხოვრებაში. აქ განისვენებს ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო. წმინდა ნინოს საფლავი მადლისა და კურნების წყაროა. XVII საუკუნიდან აქ მოქმედებდა სასულიერო სასწავლებელი, რომელშიც გარდა საღვთისმეტყველო საგნებისა, საერო მეცნიერებებიც ისწავლებოდა. აქვე იყო ერთ-ერთი უმდიდრესი წიგნთსაცავი;

სიღნაღი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, რომელის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხურორთმოძღვრული სახე, ისე ბუნებრივი მდებარეობა.დღეს სიღნაღს ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ. ქალაქიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე;

ალ. ჭავწავაძის სახლმუზეუმი განთავსებულია ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწისალჭავჭავაძის სასახლეში.სადაც თავმოყრილია როგორც მისი შემოქმედებისასევე  თანადროული ეპოქის მასალები , სხვადასხვა სახის გამოცემები. XVIII -საუკუნის ხელნაწერები, ფოტოები, ფერწერისა და ლითოგრაფიის ნიმუშები, აქვეა დეკორატიული პარკი,რომელსაც  18 ჰა. უჭირავს. პარკში უნიკალურ სუბტროპიკულ, სამკურნალო მცენარეებთან ერთად გვხვდება ეგზოტიკური  მცენარეებიც. აქვეა საქართველოში ერთ-ერთი პირველი მარანი, სადაც დაცულია უნიკალური ენოთეკა (სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოსხმული 16 500-მდე ბოთლი ღვინო).

ნეკრესი მდებარეობს კავკასიონის ქედის განშტოებაზე. მონასტრის ისტორიული მნიშვნელობა რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრება:ერთი მხრივ სწორედ აქ იქნა აგებული ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული სამლოცველო საქართველოს ტერიტორიაზე (IV საუკუნის III მეოთხედში); მეორე მხრივ კი, უკვე VI საუკუნის მეორე ნახევარში აქ დიდად მნიშვნელოვანი კულტურული კერა გაჩნდა;

გრემი ციხე-ქალაქი აშენებულია მდინარის მარჯვენა სანაპიროზე, XVII საუკუნეში გრემი კახეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძლიერი ციხე-ქალაქი იყო. ამ ადგილიდან მთელი გრემი მოჩანს.

თელავი – საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, რომელის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხურორთმოძღვრული სახე, ისე ბუნებრივი მდებარეობა. ქალაქიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე;

ალავერდის მონასტერი – „ალავერდითურქულ-არაბული წარმოშობის სიტყვაა დაღვთისგან ნაბოძებსნიშნავს. დღეს არსებული ალავერდის მონასტერი XI -ის პირველ მეოთხედში აშენდა და მნიშვნელოვან სამონასტრო ცენტრად ჩამოყალიბდა. ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში (41,7×26,4, სიმაღლე 50 -მდე).

ახალი შუამთის ტაძარი XVI საუკუნით თარიღდება. მაღალი გალავნის შიგნით აღმართულია კარგად შემონახული ჯვროვან-გუმბათოვანი ეკლესია XVI -ის, მრავალსართულიანი სამრეკლო, საცხოვრებელი სახლები, სათავსოები და სხვა ნაგებობები.

იყალთო – იყალთოს სამონასტრო კომპლექსი დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისაა. მონასტრის ტერიტორიაზე შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები, აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები;

მცხეთა

მცხეთა  გამოცხადებულია ქალაქ-მუზეუმად და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.მისი ულამაზესი ქუჩები და შენობა ნაგებობები უამრავი ტურისტის განცვიფრებას იწვევს;

ვეტიცხოველი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა.ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულმა მირიან მეფემ  წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია ააშენა.

სამთავროს დედათა მონასტერი – XI საუკუნის პირველი ნახევრის საეპისკოპოსო ტაძარია მცხეთაში. კომპლექსიდან ჩვენამდე მოაღწია დიდმა ტაძარმა, წმ.ნინოს ეკლესიამ, სამრეკლომ, გალავნის ნაწილმა, კოშკმა და მოგვიანებით აგებულმა საცხოვრებელმა და სასამსახურო შენობებმა;

მცხეთის ჯვრის  ტაძარი საქართველოში ჯვარგუმბათოვანი არქიტექტურის პირველი და საუკეთესო ნიმუშია, რომელიც არაგვს გაღმიდან მცხეთას დაჰყურებს. იგი მოხდენილადაა შერწყმული არაგვისა და მტკვრის ხეობების პეიზაჟთან.

 

გორი

გორი დაარსებულია  საქართველოს დიდი მეფის დავით აღმაშენებლის მიერ (1089-1125 .). მოსახლეობა 60000. მდებარეობს მდინარე მტკვრის და ლიახვის შესართავთან. ქალაქი დაინგრა დიდი მიწისძვრის შედეგად 1920 .

იოსებ სტალინის მუზეუმი გორში. იოსებ სტალინი, რომელიც იყო ყველაზე ცნობილი პიროვნება გორში და შემდეგ გახდა საბჭოთა კავშირის ლიდერი.

უფლისციხე - კლდეში  ნაკვეთი ქალაქი, გრძელი დაკლაკნილი ქუჩებით, უძველესი თეატრით და სცენით. როგორც საქართველოს სხვა კლდეში ნაკვეთი ქალაქები, უფლისციხეც არის ისეთივე სტრუქტურის, როგორც  ურარტუ
ციხე დაცული იყო კურას მიერ და ძლიერი დაცვა შესაძლებელს ხდიდა გორის შემოგარენის კონტროლს


ქუთაისი

ქუთაისი სიდიდის მიხედვით მეორე ქალაქია საქართველოშიის 3500 წლისაა და მსოფლიოს უძველეს ქალაქებში ღირსეულ ადგილს იკავებს. ოქროს საწმისის ლეგენდის მიხედვით, ქუთაისი ის ადგილია, სადაც არგონავტები შემოვიდნენ  ჩვ.წთ.-მდე VI -ში. დასავლეთ საქართველოს ტომები ჩამოყალიდა სახელმწიფოდ, კოლხეთის სამეფოდ, რომელიც მდებარეოდა შავი ზღვის დასავლეთ ნაპირზე.
ლეგენდის მიხედვით იასონმა გადმოკვეთა დარდანელის და ბოსფორის სრუტეები და შემოაღწია კოლხეთის სამეფოში, სადაც მეფე აიეტი მეფობდა. აქ ინახებოდა ოქროს საწმისი. კოლხები ფლობდნენ საიდუმლოს ოქროს მოპოვების შესახებ. არგონავტების მიზანი იყო ამ საიდუმლოს გაგება და ოქროს საწმისის მოპოვება.

გელათის მონასტერი – ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლია, რომელიც დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობითანდერძის თანახმად აქვეა დასაფლავებული მეფე დავით აღმამშენებელი. ამავე ტაძარში, შემონახულია დავით აღმამშენებლის ერთადერთი ფრესკა, გელათის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

ბაგრატის ტაძარი – ბაგრატის ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის მეფობაში. ისტორიულად  იგი გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოაბაგრატის ტაძარი 1994 წლიდან იუნესკოსმსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეტანილი.

მოწამეთა ტაძარი აშენებულია XI საუკუნეში, მდინარე წყალწითელას ხეობაში. აქ განისვენებენ ქვეყნისა და სარწმუნოებისთვის წამებული ძმები დავით და კონსტანტინე მხეიძეები, რომლებიც წმინდანებად არიან შერაცხულნი.

პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი – ბარემული ასაკის სქელშრეებრივ კირქვებში გამომუშავებული მღვიმე, ულამაზესი ნაღვენთი ფორმებით გამოირჩევა, აქ ნახავთ განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს, ჰელიქტიტებს, გაქვავებულ ჩანჩქერებსა და ჩამოკიდებულ ქვის ფარდებს. მღვიმის ფართობია 46,6 ჰა. „პრომეთეს მღვიმესხვა მღვიმეებისგან განსხვავებით განიერი კორიდორებით ხასიათდება. მღვიმეს აქვს ორი გასასვლელი: ერთი ბოლოვდება მდინარით, რომელზეც ნავით გასეირნებაა შესაძლებელი, მეორე გასასვლელი კი საფეხმავლოა და მღვიმის დარბაზიდან გარეთ გამოვყავართ.

ზუგდიდი

ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი – ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი XIX საუკუნის ძეგლია. ეკლესიის აგება დაკავშირებულია ვლაქერნის სასწაულთმოქმედ ღვთისმშობლის ხატთან, რომელიც დადიანების უმთავრესი საგვარეულო სიწმინდე იყო, ამიტომაც მას მთვარები დიდი სასოებითა და მზრუნველობით ეკიდებოდნენ.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი  ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გაშენებულია გასულ საუკუნეში, დადიანების სასახლესთან, როგორც მთავრის რეზიდენციის დეკორატიული ბაღი. ზოგიერთი ხე ბაღში 200 წლისაა და მთელს ევრაზიის კონტინენტზე ერთადერთ ეგზემპლარს წარმოადგენს.

დადიანების საზაფხულო რეზიდენცია დადიანების საზაფხულო რეზიდენცია სამეგრელოს მთავარმა ლევან დადიანმა ააგო, სადაც მრავლადაა ევროპული არქიტექტურის დეტალები. ამ სასახლეს ევროპის მრავალი დიდგვაროვნისთვის უმასპინძლია.

ცაიშის კათედრალი – ცაიშის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი წარმოადგენდა საეპისკოპოსო კათედრალს. მისი აგების ზუსტი თარიღი უცნობია, მასზე ცნობები XIV საუკუნიდან მოგვეპოვება, ცაიშის ტაძარი XIV სუკუნეში დადიანთა საგვარეულოს საძვალე იყო. ცაიშის ნეკროპოლი საინტერესო ისტორიული ძეგლია, მაგრამ ბევრი საფლავი დაკარგულად ითვლება, რადგან ზოგიერთ საფლავზე წარწერა აღარ იკითხება. ბევრმა საფლავმა კი ჩვენამდე ვერც მოაღწია.

დადიანების სასახლე – დადიანების სასახლე ერთ-ერთი საქართველოს განძია. ოდესღეც იგი ემსახურებოდა დადიანების გვარის წარმომადგენლებს, რომლებიც განათლებული, მრავალმხრივად განვითარებული და ფართო ინტერესების პირები იყვნენ. დადიანების სასახლე დღეისათვის წარმოადგენს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს რომელშიც სტუმრებისათვის წარმოდგენილია უნიკალური და ფასდაუდებელი კულტურულ-ისტორიული ძეგლები. მუზეუმის კოლექცია სულ მოიცავს 41000 ნამუშევარს, მათ შორის უძველეს ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის სასწაულმოქმედ ხატს.

მარტვილი

მარტვილის მონასტერი ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა, რომელიც VII საუკუნეშია აგებული და ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს. ტაძარში შემორჩენილია XIV, XVI და XVII საუკუნის ფრესკები.

მარტვილის კანიონი – ბუნების ძეგლი წარმოადგენს კანიონისებურად გაჭრილ ხეობას, რომლის სიგრძე 2400 მეტრია. კანიონში ორ ადგილას არის შენახული კირქვის ბუნებრივი ხიდები, რაც იმის მანიშნებელია, რომ აქ ოდესღაც კარსტული მღვიმე ჩამოიშალა. გარდა ამისა, კანიონის შუა წელში წარმოიშობა 12-15 სიმაღლის ვარდნის მცირე ჩანჩქერები და განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა. კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სულ ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინეს დადიანების სასახლე – ერთ-ერთი საქართველოს განძია. ოდესღეც იგი ემსახურებოდა დადიანების გვარის წარმომადგენლებს, რომლებიც  განათლებული, მრავალმხრივად განვითარებული და ფართო ინტერესების პირები იყვნენ. დადიანების სასახლე დღეისათვის წარმოადგენს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს რომელშიც სტუმრებისათვის წარმოდგენილია უნიკალური და ფასდაუდებელი კულტურულ-ისტორიული ძეგლები. მუზეუმის კოლექცია სულ მოიცავს 41000 ნამუშევარს, მათ შორის უძველეს ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის სასწაულმოქმედ ხატს.

რაჭა

ცხრაჯვარის ქედიდან  და  ნაქერალას უღელტეხილიდან  იშლება ულამაზესი ხედები. მოწმენდილ  ამინდში კი , შორს ჰორიზონტზე მოჩანს  კავკასიონის და რაჭის ქედის თოვლიან მწვერვალები , გზა სულ ტყიანი ბორცვებითაა გარშემორტყმული და საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.

შაორის ტბა – რაჭა-ლეჩხუმში მდებარეობს. ტბა ხელოვნურია, მთის მდინარეს წააგავს და მოთავსებულია შაორის ქვაბულში, ზღვის დონიდან 1105 მეტრზე.  ქვაბულს საკუთარი კლიმატი აქვს და რაც არ უნდა ცხელოდეს აქ ყოველთვის საკმაოდ გრილა. მიუხედავად იმასა, რომ ტბიდან კილომეტრის მოშორებით ტემპერატურა შესაძლოა +30 იყოს.  

ნიკორწმინდის – გუმბათოვანი ტაძარი ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრია. აგებულია XI საუკუნის დასაწყისში, 1010-1014 წლებში. ეს ის პერიოდია, როცა დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორაციულ გაფორმებას. სწორედ ამ მხრივ ნიკორწმინდის დეკორი ქართული მონუმენტური პლასტიკის მიღწევაა. ძეგლს არსებობის განმავლობაში დიდი ცვლილებები არ განუცდია. ეს კი იშვიათი შემთხვევაა. ტაძრის გუმბათი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი

ხოტევი სოფელია რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1000 მეტრში. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI . ის იმერეთისა და ქვემო რაჭის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობის გამო წარმოადგენდა დაწინაურებულ სავაჭრო პუნქტს. აქვე მდებარეობს ხოტევის ციხე და ეკლესია. ციხე ორსართულიანი იყო რომელიც ძალზე მტკიცე და ძნელად ასაღები ყოფილა. ციხის ნაწილი  ამჟამად დანგრეულია. შემორჩენილ ნაწილს აქვს სათოფურები,ხოტევის მთავარანგელოზის ეკლესია — XVII საუკუნეის ეკლესია მოქმედია და მიეკუთვნება ნიკორწმინდის ეპარქიას. ეკლესია პირდაპირ გაჰყურებს ხოტევის ციხეს.

სხვავას საყინულე – ბუნებრივი გამოქვაბული სოფ. შუასხვავის (ამბროლაურის რაიონი) სამხრეთით (4კმზე) . 1310 ზე. გამომუშავებულია ქვედა ცარცულ კირქვებში. საყინულეში არის საუკუნოვანი ყინულის სვეტები, კასკადები. ჰაერის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში 0 გრადუსზე დაბალია. მყინვარს აქ მღვიმის ბოლოში ჩასული თოვლი წარმოშობს. ადგილობრივი მოსახლეობა, სამედიცინო საჭიროებისთვის უხსოვარი დროიდან იყენებს აქაურ ყინულს.  

ბარაკონი  ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი რაჭაში, ბარაკონი მდინარეების, ლუხუნისა და რიონის შესართავთან მდებარეობს, რის გამოც მას სვეტიცხოველს ადარებენ. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისაა და მე-18 საუკუნით თარიღდება.

უწერა  კურორტი ონში. ზღვის დონიდან 1050 მეტრზე. ონიდან 10 კილომეტრში, მდიდარია მინერალური წყლებით. კურორტის ტერიტორიაზე არის წმინდა მარიამის ეკლესია X-XI. ეკლესიის აღდგენა მოხდა 1992 2002-ში.

შოვი  გამგზავრება , მინერალური წყლების ნახვა. შოვი მდებარეობს ზღვის დონიდან 1520 მეტრზე და ონიდან დაშორებულია 30 კილომეტრით. მინერალური წყლები მდიდარია ნატრიუმით. კალციუმით, ჰიდრო -კარბონატებით. მამისონის ბილიკი მდებარეობს კავკასიონის მთავარ ზონაზე. მდინარე არდონსა და მდინარე ჩანჩახზე. სიგრძე 2619 მეტრი. სუბ-ალპურ და ალპურ ზონაში.