თბილისი-კახეთი-მცხეთა-გორი--ქუთაისი-ყაზბეგი-შატილი-მუცო-თბილისი

1დღე:  ჩამოსვლა  თბილისის  აეროპორტში. ტრანსფერი სასტუმროში.

2დღე : საუზმე სასტუმროში.თბილისის ტური: სამების საკათედრო ტაძარი, მეტეხის ტაძარი, ნარიყალას ციხე-გალავანი, თბილისის აბანოები, ძველი თბილისის ქუჩები,ეროვნული მუზეუმი,ფულის მუზეუმი.სადილი თბილისის რესტორანში. ღამისთევა თბილისში.

3დღე   საუზმე სასტუმროში. კახეთის ტური:სიყვარულის ქალაქი სიღნაღი,ბოდბის მონასტერი.თელავის ტური.სადილი და ღამისთევა თელავში.

4დღე   საუზმე სასტუმროში. ალავერდის ტაძრის,წინანადალის მუზეუმის,გრემის ტაძრის დათვალიერება.სადილი მარანში კახური კერძებით და ღვინის დეგუსტაციით.ღამისთევა თბილისში.

5დღე   საუზმე სასტუმროში.გამგზავრება მცხეთაში: სვეტიცხოველი,ჯვარი,უფლისციხე.გორი-სტალინის სახლ-მუზეუმი,სადილი რესტორანში.ღამისთევა ქუთაისში.

6დღე  საუზმე სასტუმროში.ქუთაისის ტური:გელათის მონასტერი,მოწამეთას მონასტერი,ბაგდატის ტაძარი,სათაფლია.სადილი იმერული კერძებით და ღამისთევა ქუთაისში.

7დღე  საუზმე სასტუმროში.გამგზავრება ყაზბეგში:.ანანურის ციხე-კოშკი,სადილი ფასანაურში მთიულური კერძებით,გერგეტის სამება.ღამისთევა ყაზბეგში.

8დღე საუზმე სასტუმროში.გამგზავრება ხევსურეთში:შატილის კოშკები,მუცო,სადილი ხევსურული კერძებით.ღამისთევა შატილში.

9დღე   საუზმე სასტუმროში.გამგზავრება თბილისში.სამახსოვრო საჩუქრების შეძენა.  სადილი რესტორანში ქართული ხალხურის სიმღერებისა და  ცეკვების  თანხლებით.  ტრანსფერი აეროპორტში.

მახასიათებლები

ღირებულებაში შედის

  • ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით
  • გიდის მომსახურება
  • სასტუმროში განთავსება
  • საუზმე სასტუმროში
  • ლანჩი ან სადილი ყოველ დღე რესტორნებში
  • ღვინის დეგუსტაცია და მასტერ-კლასები
  • დასალევი წყალი ექსკურსიების დროს
  • მუზეუმის ბილეთები

ღირებულებაში არ შედის

  • საერთაშორისო ავიაფრენა
  • დაზღვევა
  • ფოტო და ვიდეო მომსახურება

ყურადღება!

  • შესაძლებელია ტურის დაგეგმვა ასევე ქუთაისიდან ან ბათუმიდან , და ტურის დასრულებაც ქუთაისში ან ბათუმში.
  • ექსკურსიების თანმიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს, რადგან ეს არის დამოკიდებული თქვენს მიერ არჩეულ თარიღებზე, ზოგი მუზეუმი არ მუშაობს ორშაბათს.
  • ინდივიდუალური ტურის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით.
ლოკაციები

თბილისი აქართველოს დედაქალაქი,ქვეყნის კულტურული ცენტრი, ტრადიციული და თანამედროვე არქიტექტურით, უამრავი თვალწარმტაცი ხედებით. მის ღირსშესანიშნაობათა შორისაა ეკლესიები, მუზეუმები, გოგირდის აბანოები,ვიწრო ქუჩები ჩუქურთმიანი ხის აივნებით, ქალაქის ევროპული და მრავალსაუკუნოვანი ისტურიული ნაწილი რომელსაც აღტაცებაში მოყავს უმრავალი ტურისტი;

კახეთი

ბოდბის მონასტერს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს სულიერ ცხოვრებაში. აქ განისვენებს ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო. წმინდა ნინოს საფლავი მადლისა და კურნების წყაროა. XVII საუკუნიდან აქ მოქმედებდა სასულიერო სასწავლებელი, რომელშიც გარდა საღვთისმეტყველო საგნებისა, საერო მეცნიერებებიც ისწავლებოდა. აქვე იყო ერთ-ერთი უმდიდრესი წიგნთსაცავი;

სიღნაღი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, რომელის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხურორთმოძღვრული სახე, ისე ბუნებრივი მდებარეობა.დღეს სიღნაღს ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ. ქალაქიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე;

ალ. ჭავწავაძის სახლმუზეუმი განთავსებულია ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწისალჭავჭავაძის სასახლეში.სადაც თავმოყრილია როგორც მისი შემოქმედებისასევე  თანადროული ეპოქის მასალები , სხვადასხვა სახის გამოცემები. XVIII -საუკუნის ხელნაწერები, ფოტოები, ფერწერისა და ლითოგრაფიის ნიმუშები, აქვეა დეკორატიული პარკი,რომელსაც  18 ჰა. უჭირავს. პარკში უნიკალურ სუბტროპიკულ, სამკურნალო მცენარეებთან ერთად გვხვდება ეგზოტიკური  მცენარეებიც. აქვეა საქართველოში ერთ-ერთი პირველი მარანი, სადაც დაცულია უნიკალური ენოთეკა (სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოსხმული 16 500-მდე ბოთლი ღვინო).

ნეკრესი მდებარეობს კავკასიონის ქედის განშტოებაზე. მონასტრის ისტორიული მნიშვნელობა რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრება:ერთი მხრივ სწორედ აქ იქნა აგებული ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული სამლოცველო საქართველოს ტერიტორიაზე (IV საუკუნის III მეოთხედში); მეორე მხრივ კი, უკვე VI საუკუნის მეორე ნახევარში აქ დიდად მნიშვნელოვანი კულტურული კერა გაჩნდა;

გრემი ციხე-ქალაქი აშენებულია მდინარის მარჯვენა სანაპიროზე, XVII საუკუნეში გრემი კახეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძლიერი ციხე-ქალაქი იყო. ამ ადგილიდან მთელი გრემი მოჩანს.

თელავი – საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, რომელის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხურორთმოძღვრული სახე, ისე ბუნებრივი მდებარეობა. ქალაქიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე;

ალავერდის მონასტერი – „ალავერდითურქულ-არაბული წარმოშობის სიტყვაა დაღვთისგან ნაბოძებსნიშნავს. დღეს არსებული ალავერდის მონასტერი XI -ის პირველ მეოთხედში აშენდა და მნიშვნელოვან სამონასტრო ცენტრად ჩამოყალიბდა. ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში (41,7×26,4, სიმაღლე 50 -მდე).

ახალი შუამთის ტაძარი XVI საუკუნით თარიღდება. მაღალი გალავნის შიგნით აღმართულია კარგად შემონახული ჯვროვან-გუმბათოვანი ეკლესია XVI -ის, მრავალსართულიანი სამრეკლო, საცხოვრებელი სახლები, სათავსოები და სხვა ნაგებობები.

იყალთო – იყალთოს სამონასტრო კომპლექსი დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისაა. მონასტრის ტერიტორიაზე შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები, აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები;

მცხეთა

მცხეთა  გამოცხადებულია ქალაქ-მუზეუმად და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.მისი ულამაზესი ქუჩები და შენობა ნაგებობები უამრავი ტურისტის განცვიფრებას იწვევს;

ვეტიცხოველი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა.ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულმა მირიან მეფემ  წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია ააშენა.

სამთავროს დედათა მონასტერი – XI საუკუნის პირველი ნახევრის საეპისკოპოსო ტაძარია მცხეთაში. კომპლექსიდან ჩვენამდე მოაღწია დიდმა ტაძარმა, წმ.ნინოს ეკლესიამ, სამრეკლომ, გალავნის ნაწილმა, კოშკმა და მოგვიანებით აგებულმა საცხოვრებელმა და სასამსახურო შენობებმა;

მცხეთის ჯვრის  ტაძარი საქართველოში ჯვარგუმბათოვანი არქიტექტურის პირველი და საუკეთესო ნიმუშია, რომელიც არაგვს გაღმიდან მცხეთას დაჰყურებს. იგი მოხდენილადაა შერწყმული არაგვისა და მტკვრის ხეობების პეიზაჟთან.

 

გორი

გორი დაარსებულია  საქართველოს დიდი მეფის დავით აღმაშენებლის მიერ (1089-1125 .). მოსახლეობა 60000. მდებარეობს მდინარე მტკვრის და ლიახვის შესართავთან. ქალაქი დაინგრა დიდი მიწისძვრის შედეგად 1920 .

იოსებ სტალინის მუზეუმი გორში. იოსებ სტალინი, რომელიც იყო ყველაზე ცნობილი პიროვნება გორში და შემდეგ გახდა საბჭოთა კავშირის ლიდერი.

უფლისციხე - კლდეში  ნაკვეთი ქალაქი, გრძელი დაკლაკნილი ქუჩებით, უძველესი თეატრით და სცენით. როგორც საქართველოს სხვა კლდეში ნაკვეთი ქალაქები, უფლისციხეც არის ისეთივე სტრუქტურის, როგორც  ურარტუ
ციხე დაცული იყო კურას მიერ და ძლიერი დაცვა შესაძლებელს ხდიდა გორის შემოგარენის კონტროლს

ქუთაისი

ქუთაისი სიდიდის მიხედვით მეორე ქალაქია საქართველოშიის 3500 წლისაა და მსოფლიოს უძველეს ქალაქებში ღირსეულ ადგილს იკავებს. ოქროს საწმისის ლეგენდის მიხედვით, ქუთაისი ის ადგილია, სადაც არგონავტები შემოვიდნენ  ჩვ.წთ.-მდე VI -ში. დასავლეთ საქართველოს ტომები ჩამოყალიდა სახელმწიფოდ, კოლხეთის სამეფოდ, რომელიც მდებარეოდა შავი ზღვის დასავლეთ ნაპირზე.
ლეგენდის მიხედვით იასონმა გადმოკვეთა დარდანელის და ბოსფორის სრუტეები და შემოაღწია კოლხეთის სამეფოში, სადაც მეფე აიეტი მეფობდა. აქ ინახებოდა ოქროს საწმისი. კოლხები ფლობდნენ საიდუმლოს ოქროს მოპოვების შესახებ. არგონავტების მიზანი იყო ამ საიდუმლოს გაგება და ოქროს საწმისის მოპოვება.

გელათის მონასტერი – ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლია, რომელიც დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობითანდერძის თანახმად აქვეა დასაფლავებული მეფე დავით აღმამშენებელი. ამავე ტაძარში, შემონახულია დავით აღმამშენებლის ერთადერთი ფრესკა, გელათის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

ბაგრატის ტაძარი – ბაგრატის ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის მეფობაში. ისტორიულად  იგი გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოაბაგრატის ტაძარი 1994 წლიდან იუნესკოსმსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეტანილი.

მოწამეთა ტაძარი აშენებულია XI საუკუნეში, მდინარე წყალწითელას ხეობაში. აქ განისვენებენ ქვეყნისა და სარწმუნოებისთვის წამებული ძმები დავით და კონსტანტინე მხეიძეები, რომლებიც წმინდანებად არიან შერაცხულნი.

სათაფლიას მღვიმე  – პატარა მდინარემ, რომელიც სათავეს მღვიმიდან 200 -ის დაშორებით იღებს, 30 მილიონი წლის განმავლობაში გამოკვეთა ეს მღვიმე. მარჯვნივ და მარცხნივ სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების ტყეა. აქვეა დიდი ზომის სოკოსებური სტალაგმიტი და სტალაქტიტი, საიდანაც წყალი მოედინება. მეცნიერთა მიერ სათაფლიის ტერიტორიაზე აღმოჩენილია დინოზავრის ნაკვალევი, რაც ბუნების უნიკალური მოვლენაა მსოფლიოში.

პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი – ბარემული ასაკის სქელშრეებრივ კირქვებში გამომუშავებული მღვიმე, ულამაზესი ნაღვენთი ფორმებით გამოირჩევა, აქ ნახავთ განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს, ჰელიქტიტებს, გაქვავებულ ჩანჩქერებსა და ჩამოკიდებულ ქვის ფარდებს. მღვიმის ფართობია 46,6 ჰა. „პრომეთეს მღვიმესხვა მღვიმეებისგან განსხვავებით განიერი კორიდორებით ხასიათდება. მღვიმეს აქვს ორი გასასვლელი: ერთი ბოლოვდება მდინარით, რომელზეც ნავით გასეირნებაა

ყაზბეგი

ანანური – ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. ანანურის ანსამბლის უმთავრესი არქიტექტურული ნაგებობა დიდი გუმბათიანი ტაძარია. სამხრეთ კედლის წარწერიდან ჩანს, რომ ტაძარი 1689 წელში არის აგებული. ტაძარს გარშემო ციხე- გალავანი არტყამს რომელიც ჩრდილოეთიდან დარიალის ხეობით მომავალ გზას კეტავს.

სნოს ციხე  ქართულ  სიმაგრეთა შორის სნოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავსმას აქვს ფორტიფიკაციული ნაგებობისათვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი და ამავე დროს მხატვრულად შესანიშნავადაა გადაწყვეტილი.სიმაგრე აგებულია მდინარე სნოს წყლის მარჯვენა ნაპირას განცალკევებით მდგარ კლდოვან გორაზე.   

გერგეტის სამება ლანდშაფტთან შერწყმით და მიმზიდველი კომპოზიციით საქართველოს ძველი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი სიამაყეა.  ტაძრისა და სამრეკლოსათვის თერგის ხეობაში ისეთი მაღალი მთაა შერჩეული,რომელსაც ფონად მყინვარწვერი აქვს. ამ თეთრ ფონზე ნაგებობათა სილუეტები კარგადაა გამოკვეთილი.

დარიალის ხეობა – კლდოვანი სამოთხე, ბუნების კიდევ ერთი საოცრება.  მნახველს ყოველთვის  მოუნდება მისი ხელმეორედ მონახულება, ცამდე აწვდილი, ნისლში გახვეული მწვერვალები, 1000 სიღრმეზე ჩაჭრილი ხეობა დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე;

გველეთის ჩანჩქერი – საქართველოში ერთ-ერთ მაღალ ჩანჩქერად ითვლება,საინტერესო, გამორჩეული და ულამაზესი ადგილი სადაც შეგიძლია დაისვენო და დატკბე მშვენიერი ხედებით