თბილისი- მცხეთა-ყაზბეგი-ბორჯომი-ახალციხე-ვარძია-ქუთაისი-ბათუმი-გორი--დავით გარეჯა-კახეთი-თბილისი

1 დღე   ტრანსფერი თბილისის აეროპორტში. ღამისთევა თბილისში.

2 დღე  საუზმე სასტუმროში.  თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება:სამების საკათედრო ტაძარი, მეტეხის ტაძარი, ნარიყალას ციხე-გალავანი, თბილისის აბანოები, ძველი თბილისის ქუჩები,ეროვნული მუზეუმი,ფულის მუზეუმი. სადილი თბილისის რესტორანში. ღამისთევა თბილისში.

3 დღე  საუზმე სასტუმროში. გამგზავრება მცხეთაში: სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი. სადილი მცხეთაში ეროვნული კერძებით. გამგზავრება ანანურში.ღამისთევა ყაზბეგში.

4 დღე  საუზმე სასტუმროში.  ყაზბეგის ტური: გერგეტის სამება, თექის მოთელვის მასტერკლასი. სადილი და ღამისთევა ყაზბეგში.

5 დღე  საუზმე სასტუმროში. გამგზავრება ახალციხეში: სადილი ბორჯომში,რაბათის ციხე,ღამისთევა ახალციხეში.

6 დღე  საუზმე სასტუმროში. გამგზავრება ვარძიაში-კლდეში ნაკვეთი ქალაქი,   ხერთვისის ციხე,   ღამისთევა ახალციხეში.

7 დღე   საუზმე სასტუმროში. გამგზავრება ქუთაისში: გელათის მონასტერი, მოწამეთას მონასტერი, ბაგრატის ტაძარი. სადილი და ღამისთევა ქუთაისში.

8 დღე  საუზმე სასტუმროში. ბათუმის ტური: ბოტანიკური ბაღი, ბათუმის ბულვარი.  სადილი აჭარული ხაჭაპურებით. ღამისთევა ბათუმში.

9 დღე  საუზმე სასტუმროში. გონიოს ციხე. თავისუფალი დღე შავის ზღვის სანაპიროზე, სადილი. ღამისთევა ქუთაისში.

10 დღე  საუზმე სასტუმროში. გორი, უფლისციხე , სტალინის სახლმუზეუმი. სადილი გორში, ღამისთევა თბილისში. 

11 დღე  საუზმე სასტუმროში.  დავით გარეჯა. კახეთის ტური:  ალავერდი, გრემი. სადილი თელავში.  ღამისთევა თელავში.

12 დღე  საუზმე სასტუმროში.  წინანდალის მუზეუმი.  სიღნაღი, ბოდბე, სადილი სიღნაღში. ღამისთევა თბილისში.

13 დღე :  საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დღე. სამახსოვრო საჩუქრების შეძენა.  სადილი რესტორანში ქართული ხალხურის სიმღერებისა და  ცეკვების  თანხლებით.  ტრანსფერი აეროპორტში.

მახასიათებლები

ღირებულებაში შედის

  • ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით
  • გიდის მომსახურება
  • სასტუმროში განთავსება
  • საუზმე სასტუმროში
  • ლანჩი ან სადილი ყოველ დღე რესტორნებში
  • ღვინის დეგუსტაცია და მასტერ-კლასები
  • დასალევი წყალი ექსკურსიების დროს
  • მუზეუმის ბილეთები

ღირებულებაში არ შედის

  • საერთაშორისო ავიაფრენა
  • დაზღვევა
  • ფოტო და ვიდეო მომსახურება

ყურადღება!

  • შესაძლებელია ტურის დაგეგმვა ასევე ქუთაისიდან ან ბათუმიდან , და ტურის დასრულებაც ქუთაისში ან ბათუმში.
  • ექსკურსიების თანმიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს, რადგან ეს არის დამოკიდებული თქვენს მიერ არჩეულ თარიღებზე, ზოგი მუზეუმი არ მუშაობს ორშაბათს.
  • ინდივიდუალური ტურის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით.
ლოკაციები

თბილისი აქართველოს დედაქალაქი,ქვეყნის კულტურული ცენტრი, ტრადიციული და თანამედროვე არქიტექტურით, უამრავი თვალწარმტაცი ხედები. მის ღირსშესანიშნაობათა შორისაა ეკლესიები, მუზეუმები, გოგირდის აბანოები,ვიწრო ქუჩები ჩუქურთმიანი ხის აივნებით, ქალაქის ევროპული და მრავალსაუკუნოვანი ისტურიული ნაწილი რომელსაც აღტაცებაში მოყავს უმრავალი ტურისტი;

მცხეთა

მცხეთა  გამოცხადებულია ქალაქ-მუზეუმად და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.მისი ულამაზესი ქუჩები და შენობა ნაგებობები უამრავი ტურისტის განცვიფრებას იწვევს;

ვეტიცხოველი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა.ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულმა მირიან მეფემ  წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია ააშენა.

სამთავროს დედათა მონასტერი – XI საუკუნის პირველი ნახევრის საეპისკოპოსო ტაძარია მცხეთაში. კომპლექსიდან ჩვენამდე მოაღწია დიდმა ტაძარმა, წმ.ნინოს ეკლესიამ, სამრეკლომ, გალავნის ნაწილმა, კოშკმა და მოგვიანებით აგებულმა საცხოვრებელმა და სასამსახურო შენობებმა;

მცხეთის ჯვრის  ტაძარი საქართველოში ჯვარგუმბათოვანი არქიტექტურის პირველი და საუკეთესო ნიმუშია, რომელიც არაგვს გაღმიდან მცხეთას დაჰყურებს. იგი მოხდენილადაა შერწყმული არაგვისა და მტკვრის ხეობების პეიზაჟთან.

ყაზბეგი

ანანური – ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. ანანურის ანსამბლის უმთავრესი არქიტექტურული ნაგებობა დიდი გუმბათიანი ტაძარია. სამხრეთ კედლის წარწერიდან ჩანს, რომ ტაძარი 1689 წელში არის აგებული. ტაძარს გარშემო ციხე- გალავანი არტყამს რომელიც ჩრდილოეთიდან დარიალის ხეობით მომავალ გზას კეტავს.

სნოს ციხე  ქართულ  სიმაგრეთა შორის სნოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავსმას აქვს ფორტიფიკაციული ნაგებობისათვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი და ამავე დროს მხატვრულად შესანიშნავადაა გადაწყვეტილი.სიმაგრე აგებულია მდინარე სნოს წყლის მარჯვენა ნაპირას განცალკევებით მდგარ კლდოვან გორაზე.   

გერგეტის სამება ლანდშაფტთან შერწყმით და მიმზიდველი კომპოზიციით საქართველოს ძველი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი სიამაყეა.  ტაძრისა და სამრეკლოსათვის თერგის ხეობაში ისეთი მაღალი მთაა შერჩეული,რომელსაც ფონად მყინვარწვერი აქვს. ამ თეთრ ფონზე ნაგებობათა სილუეტები კარგადაა გამოკვეთილი.

დარიალის ხეობა – კლდოვანი სამოთხე, ბუნების კიდევ ერთი საოცრება.  მნახველს ყოველთვის  მოუნდება მისი ხელმეორედ მონახულება, ცამდე აწვდილი, ნისლში გახვეული მწვერვალები, 1000 სიღრმეზე ჩაჭრილი ხეობა დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე;

გველეთის ჩანჩქერი – საქართველოში ერთ-ერთ მაღალ ჩანჩქერად ითვლება,საინტერესო, გამორჩეული და ულამაზესი ადგილი სადაც შეგიძლია დაისვენო და დატკბე მშვენიერი ხედებით

ბორჯომი - საქართველოს ყველაზე ცნობილი და პოპულარული კურორტი ბორჯომი მესხეთისა და თრიალეთის ქედებს შორის, ულამაზეს ხეობაშია გაშენებული. ქედების ფერდობები ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებით არის დაფარული. მტკვარი, რომელსაც ქალაქის ტერიტორიაზე კიდევ ორი მდინარე - ბორჯომულა და გუჯარეთისწყალი უერთდება, ბორჯომს ორ ნაწილად ყოფს. კურორტის მთავარ სიმდიდრეს წარმოადგენს ვულკანური წარმოშობის მინერალური წყალი, რომლის სამკურნალო თვისებები ცნობილია მთელ მსოფლიოში და მინერალური წყლების შეფასების ეტალონად არის აღიარებული.

ქუთაისი

ქუთაისი სიდიდის მიხედვით მეორე ქალაქია საქართველოშიის 3500 წლისაა და მსოფლიოს უძველეს ქალაქებში ღირსეულ ადგილს იკავებს. ოქროს საწმისის ლეგენდის მიხედვით, ქუთაისი ის ადგილია, სადაც არგონავტები შემოვიდნენ  ჩვ.წთ.-მდე VI -ში. დასავლეთ საქართველოს ტომები ჩამოყალიდა სახელმწიფოდ, კოლხეთის სამეფოდ, რომელიც მდებარეოდა შავი ზღვის დასავლეთ ნაპირზე.
ლეგენდის მიხედვით იასონმა გადმოკვეთა დარდანელის და ბოსფორის სრუტეები და შემოაღწია კოლხეთის სამეფოში, სადაც მეფე აიეტი მეფობდა. აქ ინახებოდა ოქროს საწმისი. კოლხები ფლობდნენ საიდუმლოს ოქროს მოპოვების შესახებ. არგონავტების მიზანი იყო ამ საიდუმლოს გაგება და ოქროს საწმისის მოპოვება.

გელათის მონასტერი – ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლია, რომელიც დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობითანდერძის თანახმად აქვეა დასაფლავებული მეფე დავით აღმამშენებელი. ამავე ტაძარში, შემონახულია დავით აღმამშენებლის ერთადერთი ფრესკა, გელათის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

ბაგრატის ტაძარი – ბაგრატის ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის მეფობაში. ისტორიულად  იგი გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოაბაგრატის ტაძარი 1994 წლიდან იუნესკოსმსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეტანილი.

მოწამეთა ტაძარი აშენებულია XI საუკუნეში, მდინარე წყალწითელას ხეობაში. აქ განისვენებენ ქვეყნისა და სარწმუნოებისთვის წამებული ძმები დავით და კონსტანტინე მხეიძეები, რომლებიც წმინდანებად არიან შერაცხულნი.

სათაფლიას მღვიმე  – პატარა მდინარემ, რომელიც სათავეს მღვიმიდან 200 -ის დაშორებით იღებს, 30 მილიონი წლის განმავლობაში გამოკვეთა ეს მღვიმე. მარჯვნივ და მარცხნივ სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების ტყეა. აქვეა დიდი ზომის სოკოსებური სტალაგმიტი და სტალაქტიტი, საიდანაც წყალი მოედინება. მეცნიერთა მიერ სათაფლიის ტერიტორიაზე აღმოჩენილია დინოზავრის ნაკვალევი, რაც ბუნების უნიკალური მოვლენაა მსოფლიოში.

პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი – ბარემული ასაკის სქელშრეებრივ კირქვებში გამომუშავებული მღვიმე, ულამაზესი ნაღვენთი ფორმებით გამოირჩევა, აქ ნახავთ განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს, ჰელიქტიტებს, გაქვავებულ ჩანჩქერებსა და ჩამოკიდებულ ქვის ფარდებს. მღვიმის ფართობია 46,6 ჰა. „პრომეთეს მღვიმესხვა მღვიმეებისგან განსხვავებით განიერი კორიდორებით ხასიათდება. მღვიმეს აქვს ორი გასასვლელი: ერთი ბოლოვდება მდინარით, რომელზეც ნავით გასეირნებაა რთ.

ბათუმი - აჭარის დედაქალაქი ბათუმი ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდლის - ბათუმის ყურის ნაპირზე,მდინარე ბარცხანისა და ყოროლისწყლის შესართავთან არის გაშენებული. ის უძველესი ქალაქია: არქეოლოგიურიგათხრების შედეგად ამ ტერიტორიაზე ძვ. . II-I ათასწლეულების დასახლების ნაშთები იქნა აღმოჩენილი; უკვე ჩვ. -ის I -ში რომაელი ბუნებისმეტყველი და ფილოსოფოსი პლინიუს უფროსი თავის ნაშრომშიბუნების ისტორიაბათუმს საზღვაო პორტ ბატისს უწოდებს. როგორც ჩანს, ანტიკურ ხანაში ბათუმს, როგორც საპორტო ქალაქს, მნიშვნელოვანი სატრანზიტოფუნქცია და მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები ჰქონია მეზობელ თუ შორეულ ქვეყნებთან.

დავით გარეჯი საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი და კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსია. იგი მუდმივად ანცვიფრებს მნახველს სამშენებლო ხელოვნებისა და ფერწერის მაღალი მხატვრული ღირებულებით. მონასტერი VI საუკუნეში დააარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმაწმინდა დავით გარეჯელმა. 1616 წლის აღდგომის ღამეს სპარსეთის მეფე შაჰ-აბასმა აქ 6000 ბერი აწამა.

 

კახეთი

ბოდბის მონასტერს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს სულიერ ცხოვრებაში. აქ განისვენებს ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო. წმინდა ნინოს საფლავი მადლისა და კურნების წყაროა. XVII საუკუნიდან აქ მოქმედებდა სასულიერო სასწავლებელი, რომელშიც გარდა საღვთისმეტყველო საგნებისა, საერო მეცნიერებებიც ისწავლებოდა. აქვე იყო ერთ-ერთი უმდიდრესი წიგნთსაცავი;

სიღნაღი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, რომელის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხურორთმოძღვრული სახე, ისე ბუნებრივი მდებარეობა.დღეს სიღნაღს ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ. ქალაქიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე;

ალ. ჭავწავაძის სახლმუზეუმი განთავსებულია ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწისალჭავჭავაძის სასახლეში.სადაც თავმოყრილია როგორც მისი შემოქმედებისასევე  თანადროული ეპოქის მასალები , სხვადასხვა სახის გამოცემები. XVIII -საუკუნის ხელნაწერები, ფოტოები, ფერწერისა და ლითოგრაფიის ნიმუშები, აქვეა დეკორატიული პარკი,რომელსაც  18 ჰა. უჭირავს. პარკში უნიკალურ სუბტროპიკულ, სამკურნალო მცენარეებთან ერთად გვხვდება ეგზოტიკური  მცენარეებიც. აქვეა საქართველოში ერთ-ერთი პირველი მარანი, სადაც დაცულია უნიკალური ენოთეკა (სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოსხმული 16 500-მდე ბოთლი ღვინო).

ნეკრესი მდებარეობს კავკასიონის ქედის განშტოებაზე. მონასტრის ისტორიული მნიშვნელობა რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრება:ერთი მხრივ სწორედ აქ იქნა აგებული ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული სამლოცველო საქართველოს ტერიტორიაზე (IV საუკუნის III მეოთხედში); მეორე მხრივ კი, უკვე VI საუკუნის მეორე ნახევარში აქ დიდად მნიშვნელოვანი კულტურული კერა გაჩნდა;

გრემი ციხე-ქალაქი აშენებულია მდინარის მარჯვენა სანაპიროზე, XVII საუკუნეში გრემი კახეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძლიერი ციხე-ქალაქი იყო. ამ ადგილიდან მთელი გრემი მოჩანს.

თელავი – საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, რომელის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხურორთმოძღვრული სახე, ისე ბუნებრივი მდებარეობა. ქალაქიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე;

ალავერდის მონასტერი – „ალავერდითურქულ-არაბული წარმოშობის სიტყვაა დაღვთისგან ნაბოძებსნიშნავს. დღეს არსებული ალავერდის მონასტერი XI -ის პირველ მეოთხედში აშენდა და მნიშვნელოვან სამონასტრო ცენტრად ჩამოყალიბდა. ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში (41,7×26,4, სიმაღლე 50 -მდე).

ახალი შუამთის ტაძარი XVI საუკუნით თარიღდება. მაღალი გალავნის შიგნით აღმართულია კარგად შემონახული ჯვროვან-გუმბათოვანი ეკლესია XVI -ის, მრავალსართულიანი სამრეკლო, საცხოვრებელი სახლები, სათავსოები და სხვა ნაგებობები.

იყალთო – იყალთოს სამონასტრო კომპლექსი დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისაა. მონასტრის ტერიტორიაზე შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები, აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები;